რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე, შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დროებით შეზღუდვა შემოიღო, - იუწყება რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური.

„შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, მთავრობამ შემოიღო დროებითი შეზღუდვა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა. რუსეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე საწვავის ფასების სტაბილიზაციის მიზნით მიიღეს.