რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, უკრაინა ალასკის სამიტის ჩაშლის მიზნით, საკუთარი ქალაქზე დრონებით იერიშს გეგმავს.
უწყების მტკიცებით, სამიზნე ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ჩუგუევია, რომელშიც უკრაინული მედიის წარმომადგენლები უკვე ჩასულები არიან.
"პარასკევს, უშუალოდ სამიტის დაწყების წინ, უკრაინის შეიარაღებული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე პროვოკაციულ იერიშს გეგმავს. დარტყმას "დააფიქსირებენ" ადგილზე წინასწარ მობილიზებული ჟურნალისტები.
კიევის რეჟიმის პროვოკაციის შედეგად, დარტყმაზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, იმისთვის, რომ შეიქმნას ნეგატიური მედია ფონი და რუსულ-ამერიკული სამიტის ჩაშლის საბაბი".
თავდაცვის განცხადების თანახმად, "პროვოკაციები მოსალოდნელია კიევის რეჟიმის კონტროლის ქვეშ არსებულ სხვა რეგიონებშიც".