სამშაბათს, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამურის რეგიონში, სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95MS ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება „როიტერი“ რუსულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
ბომბდამშენის ჩამოვარდნას აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.
Russian Air Force lost two big aircraft today and in the same Region of Russia. But so far no confirmation of a collision or if they were related.
— Francisco Cunha - ✈️ Aviation et al (@OnDisasters) September 29, 2026
- TASS reported a Tu-95 went down in Krasnoyarovo, killing all 6 crew - footage seen here)
- ASN also noticed that a Russian AF…
უკრაინული ვებსაიტის „მილიტარნიი“ რუსულ Telegram არხ Mash-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმფრინავი მიფრინავდა რუსეთის ჩრდილოეთით, მურმანსკის რეგიონში, ოლენიას აეროპორტისკენ, საიდანაც ხშირად ხდება თავდასხმა უკრაინის ტერიტორიაზე.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთი Tu-95MS* თვითმფრინავებს იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად. ამ თვითმფრინავების ინტენსიური გამოყენებისა და ასაკის გათვალისწინებით (მათი უმეტესობა სსრკ-ში იყო წარმოებული), ნებისმიერი ასეთი დანაკარგი სერიოზულად აისახება რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიულ შესაძლებლობებზე.
უკრაინის არმიამ და სპეცსამსახურებმა არაერთი ოპერაცია ჩაატარეს რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ძალებისა და ბაზების წინააღმდეგ. მათგან ყველაზე მასშტაბურმა, ოპერაცია „ობობას ქსელმა“, რომელიც 2025 წლის 1 ივნისს განხორციელდა, რუსეთში ხუთ სტრატეგიულ საჰაერო ბაზაზე ათზე მეტი Tu-95 თვითმფრინავი გაანადგურა.
*არის საბჭოთა და რუსული ოთხძრავიანი სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდი - საბჭოთაTu-95-ის მოდერნიზებულ ვერსია, სპეციალურად შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადასატანად შექმნილი. ეს თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ტურბოხრახნიანი თვითმფრინავია და აქტიურად გამოიყენება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ.




