რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეწამყვანი და მედიამენეჯერი თინა კანდელაკი ალექსანდრ ნეველის ორდენით დააჯილდოვა.
„ალექსანდრ ნეველის ორდენით დაჯილდოვდეს სანქტ-პეტერბურგის „გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი“, - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
რუსული მედია მკითხველს შეახსენებს, რომ 2022 წლის მარტში თინა კანდელაკს უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, ხოლო 2025 წლის ივლისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და ხელშეუხებლობის ხელყოფაში დასდო ბრალი და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.




