რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ბრიქსის“ სამიტს დისტანციურად დაესწრო.
კრემლის ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციით, სამიტიის მონაწილეებმა განიხილეს „ბრიქსის“ წევრი ქვეყნების თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო-ეკონომიკურ, ფინანსურ, საინვესტიციო და სხვა სფეროებში გლობალური ეკონომიკის მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით.
ცნობისთვის, აღნიშნული სამიტი ბრაზილიის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. ბრაზილიურმა მხარემ სამიტის თემად „ბრიქსის“ ერთობლივი რეაგირება დაასახელა ამერიკის ტარიფებსა და სანქციებზე.
თარგმანი: პირველი არხი