რუსეთის მიერ უკრაინაში, ოდესის პორტში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე მიტანილ საჰაერო იერიშს ერთი პირი ემსხვერპლა.
ინფორმაციას გამოცემა "როიტერი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ სამი პირი. აღნიშნულზე განცხადება უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ გააკეთა.
ამასთან, Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მომხდარისას ეკიპაჟის 13 წევრის ევაკუირება მოხერხდა.
ჯერჯერობით უცნობია, რით იყო დატვირთული ოდესის პორტში მცურავი სატვირთო გემი.




