რუსეთის მიერ კიევის ოლქზე შეტევის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა 19 ადამიანი.

ქალაქ კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, საავადმყოფოებში გადაყვანილია 11 ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. მათ შორის ორი არასრულწოვანია.

კლიჩკოს თქმით, რუსეთის დარტყმების შედეგად ქალაქში 2500 მეტი სახლი, 187 ბაღი, 138 სკოლა და სხვა დაწესებულებები ცენტრალური გათბობის გარეშე დარჩა.

ცნობისთვის, 26 დეკემბრის ღამით რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული კომბინირებული შეტევის შედეგად, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე სულ მცირე სამ მრავალსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა.