ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ სომხეთის რესპუბლიკაში ეროვნული რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სომხეთის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიიღეს.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერების განცხადების მიხედვით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიშობა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მზადებასთან დაკავშირებით, ასევე კავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის მასთან დაკავშირებული ზიანის თავიდან აცილების აუცილებლობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ევრაზიის სამთავრობათაშორისო საბჭოს წევრები 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილ უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს შემდეგ სხდომაზე მოხსენებას წარადგენენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების შეჩერების შესაძლო შედეგებზე სომხეთის რესპუბლიკის მიმართ.

ცნობისთვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა ასტანაში შეხვედრაზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს.