დღეს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მე-100 დღეა.

კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგების საპასუხოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის შორი მოქმედების რადიუსის მქონე ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მე-3 და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მე-100 დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი.

განახლებული დოქტრინა მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას და ერთგვარი ფარული მუქარაა დასავლეთის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას, განსაკუთრებით კი მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ შეტევითი პოტენციალის მქონე შეიარაღებას აწვდიან.
 
პუტინის გადაწყვეტილების საპასუხოდ შეერთებულ შტატებს თავის ბირთვული დოქტრინა არ შეუცვლია. 

„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, შეცვალოთ ჩვენი ბირთვული პოლიტიკა ან დოქტრინა რუსეთის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ“, - ნათქვამია  ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

ომის მე-1000 დღე უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ არსენალზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმით აღნიშნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით უკრაინამ რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 170 კმ-ის დაშორებით მდებარე კარაჩევის არსენალს ატაკამსის ექვსი რაკეტით შეუტია. მათი მტკიცებით, სამხედრო ობიექტს მხოლოდ ერთმა რაკეტამ მიაღწია, ხუთი კი ჩამოაგდეს.

უკრაინული მედია ინკოგნიტო უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, აგრეთვე საზღვარგარეთული პრესა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მსგავსად იუწყება, რომ სამხედრო ობიექტზე თავდასხმა ამერიკული ფრთოსანი რაკეტები განხორციელდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარს აცხადებს ამის დადასტურებაზე.

არავითარი ზედმეტი დეტალები. უკრაინას აქვს შორი მოქმედების შესაძლებლობები, აქვს საკუთარი წარმოების დისტანციური თვითმფრინავები, ჩვენ ახლა უკვე გვაქვს ფრთოსანი „ნეპტუნი" და არა ერთი და ორი. ახლა ჩვენ გვაქვს ატაკამსი". ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.