რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 2 დღით ადრე მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინდელი მიმართვების შემდეგ მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების ახალ თარიღს რუმინეთის მთავრობა დადგენს.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტში საზღვარგარეთის უბნებში  საპრზეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკვე დაწყებული იყო.