რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-სა და ირანს მოუწოდა, განაგრძონ სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას და განაცხადა, რომ კონფლიქტმა „ირანის მთელი მოსახლეობა, უდანაშაულო ადამიანები, ტანჯვაში დატოვა“.

"როგორც პასტორი, მე არ შემიძლია, ვიყო ომის მომხრე და მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ პასუხების მოსაძებნად, რომლებიც მოდის მშვიდობის კულტურიდან და არა სიძულვილისა და განხეთქილებისგან“, – განაცხადა პაპმა აფრიკული ტურნეს შემდეგ რომში დაბრუნებისას.

მისი კომენტარები მოჰყვა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გახმაურებულ კამათს, რომელმაც ვრცელი თავდასხმა გამოაქვეყნა პაპზე, რომელიც ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის ხმამაღალი კრიტიკოსია.

„მე მოვუწოდებდი მშვიდობისთვის დიალოგის გაგრძელებას, რომ ყველა მხარემ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის ხელშესაწყობად, ომის საფრთხის მოსაშორებლად და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისთვის“, - თქვა მან ოთხ აფრიკულ ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ რომში დაბრუნებისას.

„როგორც პასტორი, მე არ შემიძლია ვიყო ომის მომხრე და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ პასუხების მოსაძებნად, რომლებიც მოდის მშვიდობის კულტურიდან და არა სიძულვილისა და განხეთქილებისგან“.

მან ასევე გაამხილა, რომ თან ატარებს ლიბანში მუსლიმი ბავშვის ფოტოს, რომელიც გასულ წელს ქვეყანაში ვიზიტის დროს გადაიღეს „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პაპა ლეო“ წარწერით. „ომის ამ ბოლო ფაზაში ის მოკლეს“, - თქვა პაპმა. - წერს "ბიბისი"