სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის მტერი უწოდა.
"ჩვენი მტერი ზელენსკია. ზელენსკიმ გამოიწვია ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. მე ის არ მომწონს, რადგან ის ზიანს აყენებს სლოვაკეთს." - აღნიშნა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის ბოლო განცხადებაზე, რომელიც საუბრობდა აზერბაიჯანიდან ევროპის ქვეყნებში გაზის შესაძლო ტრანზიტზე.
ფიცომ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სხვა არჩევანი არ აქვს "გარდა აზერბაიჯანიდან ცოტა გაზზე საუბრისა," თავად კი "ბუშტებს ბერავს, რადგან ფიქრობს, რომ ეს ბუშტი გაათავისუფლებს მას რთული გადაწყვეტილების მიღებისგან."
მან გაიმეორა, რომ ბრატისლავა "ყველაზე რეალისტურ" ვარიანტად რუსული გაზის ტრანზიტის აღსადგენას განიხილავს - მაგალითად, თუ ის ბუნებრივ აირს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეიძენს და "ეს გაზი სლოვაკური გაზის სახით გადაიგზავნება უკრაინის ტერიტორიის გავლით."