ასეთი განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გააკეთა პრესკონფერენციაზე, რომელშიც მასთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი მატუშ შუტაი-ეშტოკი და საინფორმაციო სამსახურის (დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურის) დირექტორი პავოლ გაშპარი მონაწილეობდნენ.

ჩვენ ვხედავთ მცდელობებს გამოიყენონ სახალხო შეკრებები უსაფრთხოების ძალებთან კონფლიქტის პროვოცირებისთვის, ამ ძალების ჩარევის იძულების მიზნით. მიზანი ძალადობრივ გარემოში ხელისუფლების დამხობა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებაა. „არჩევნები ჩატარდება განსაკუთრებულ პირობებში, უპირველეს ყოვლისა დასავლეთის ქვეყნების უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ“ - განაცხადა ფიცომ.

„მათ ჰქონდათ გეგმა, რომ თანდათან გაემწვავებინათ დაძაბულობა და ამიტომ ჩვენ ვნახეთ თავდასხმის მცდელობა უძრავი ქონების კადასტრის და სამედიცინო დაზღვევის სამსახურის საიტებზე, ისევე როგორც მოვისმინეთ ევროკავშირის შესახებ სიცრუე (საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის დატოვება სურს - „აიპრესი"), ნათქვამი აქციებზე მისასვლელად ხალხის უფრო დიდი რაოდენობის მოტივირებისთვის“, - თქვა ფიცომ.

სლოვაკეთში აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი არის „ქართული ლეგიონი“ -  სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია. „ოფიციალურად, მას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური აკონტროლებს“. ლეგიონის ჯარისკაცები გადიან მზადებას სპეციალური დავალებების, მათ შორის, საზღვარგარეთ, შესასრულებლად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, „ქართული ლეგიონის“ ზოგიერთი წარმომადგენელი 2014 წელს კიევში, „მაიდანში“ მონაწილეობდა და, შესაძლოა, მონაწილეობდნენ თბილისში, სადაც ზოგიერთი მათგანი ბრალდებულია და იდევნება. 

ფიცომ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებთან („მშვიდობა უკრაინისთვის", „პროგრესული სლოვაკეთი“, „დემოკრატები“) და თქვა, რომ შოკირებულია მამულაშვილის იმ განცხადებით, სადაც ის უარყოფს მათთან კავშირის, ამბობს, რომ არაფერი არ იცის სლოვაკეთის შესახებ, წარმოდგენა არ აქვს ვინ ვინაა და ამ დროს არსებობს ფოტოები, რომელიც ადასტურებს მის ახლო ურთიერთობას ლუსია შტასელოვასთან („მშვიდობა უკრაინისთვის“ ) და „პროგრესული სლოვაკეთის" ხელმძღვანელთან (ფოტოზე პარტიის ლიდერის, მიხალ შიმაჩკას მამა, ცნობილი სლოვაკი ჟურნალისტი მარტინ მილან შიმაჩკაა), დადასტურებულია შტასელოვას მიერ „ქართული ლეგიონისთვის" 150 ათასი ევროს გაგზავნა და თავად მამულაშვილის ფეისბუქის პროფილზე დევს პოსტი-ფოტო, რომელიც მის მიერ სლოვაკეთის ამბების კარგად ცოდნას მოწმობს.

პრესკონფერენციაზე ფიცომ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები სოროსისგან დაფინანსებულებად და მისი ინტერესების გამტარებლებად მოიხსენია, თქვა, რომ ეთანხმება იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის, რომელმაც ილონ მასკი კი არ მიიჩნია საშიშად დემოკრატიისთვის, არამედ ის სტრუქტურები, რომლებიც სოროსმა შექმნა და სოროსისგან კონტროლდება. თქვენ ავრცელებთ ოპოზიციონერების ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბრალდებებს ხელისუფლებაში ევროკავშირის დატოვების სურვილის შესახებ, ამბობთ, რომ ფოტოები ორი წლის წინაა გადაღებული, ის ჯარისკაცია, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, კითხულობთ, როგორ შეიძლება მოაწყოს გადატრიალება იმ ადამიანმა, რომელიც, მისი თქმით, სლოვაკეთში ბოლოს ხუთი თუ ექვსი თვის წინ იმყოფებოდა და რა მტკიცებულებები გაგვაჩნია ამ ადამიანის წინააღმდეგ. 

ფიცოს თქმით, დაკავებულია კონკრეტული პიროვნება, უკრაინელი, რომელსაც განცხადება აქვს შეტანილი თავშესაფრის მიღებაზე, სლოვაკეთში და შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლა ათი წლით დაიბლოკა ათი ადამიანისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, მამულაშვილისთვის.

თქვენ ამბობთ, რომ ის ჯარისკაცია. და მერე რა? რატომ ხვდება იგი ნახსენებ პირებს, რატომ იღებს ფინანსურ დახმარებას „მშვიდობა უკრაინისთვის“ რესურსებიდან, თქვენ აუბრალოებთ ამ ფაქტებს, არ აქცევთ ყურადღებას ჩვენს მიერ მოპოვებულ სანდო ინფორმაციას, არ აქვეთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ  „ქართული ლეგიონი“ დაზვერვის სამსახურის მიერ კონტროლდება და ეს ადამიანი დაზვერვაშია. 

„თუ რამე ისე გამოიყურება, როგორც იხვი, ყიყინებს, როგორც იხვი და დადის როგორც იხვი, მაშინ ის იხვია" - შეაჯამა თავის პასუხი ფიცომ.

სხვა ჟურნალისტის მიერ კვლავ გამეორებული კითხვაზე მტკიცებულებების შესახებ სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის დირექტორმა დამატებით არასამთავრობო ორგანიზაციათა ფინანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ფინანსების 60%-დან  90%-მდე ჩამოწერილი აქვთ „სხვა ხარჯების“ მუხლით და გაცხადებული დანიშნულებისამებრ დახარჯულია მთლიანი თანხების უმნიშვნელო ნაწილი.

რამდენჯერ იყო ზელენსკი ფრონტის ხაზზე? ის იბრძვის და არმიის მთავარსარდალია. ამ ადამიანის დაქვემდებარებაში არანაკლებ 2000 ადამიანია. როგორ ფიქრობთ, ის პირადად ჩამოვა აქ? ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და არაა სწორი საინფორმაციო სამსახურის ძალების აქტივობის დაუფასებლობა. - თქვა პავოლ გაშპარმა.