დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა.

"დიდი ბრიტანეთი ისრაელის გვერდით დგას", – განუცხადა მან ჟურნალისტებს თელ-ავივის აეროპორტში.

მან "ჰამასის" თავდასხმები კიდევ ერთხელ დაგმო.

„მოუთმენლად ველი ჩემს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პროდუქტიული შეხვედრები“, - განაცხადა სუნაკმა.

მანამდე, 18 ოქტომბერს სუნაკმა აღნიშნა, რომ ღაზას საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება, რომელმაც ასობით პალესტინელი დაიღუპა, უნდა იყოს "გადამწყვეტი მომენტი რეგიონში და მთელ მსოფლიოში ლიდერებისთვის, რათა გაერთიანდნენ, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის შემდგომი საშიში ესკალაცია". სუნაკი აცხადებს, რომ ბრიტანეთი იქნება ამ ძალისხმევის წინა პლანზე.