გერმანიის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა ოფისმა იარაღის კონცერნ Rheinmetall-ს ნება დართო, შექმნას ერთობლივი საწარმო "უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიასთან" (ყოფილი Ukroboronprom), რომელიც უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მოვლა-პატრონობითა და წარმოებით იქნება დაკავებული.

ერთობლივი საწარმო, როგორც Rheinmetall-მა აღნიშნა, დაფუძნდება კიევში. თავდაპირველად თანამშრომლობა ორიენტურებული იქნება უკრაინის მიერ გერმანიიდან და სხვა პარტნიორებისგან მიღებული სამხედრო ტექნიკის მოვლა-შეკეთებაზე.

„მომავალში Rheinmetall-სა და "უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას" შორის თანამშრომლობამ შეიძლება, ასევე მოიცვას სამხედრო სისტემების ერთობლივი განვითარება უკრაინელი და გერმანელი სპეციალისტების მიერ, კერძოდ, შემდგომი ექსპორტისთვის უკრაინაში“, - იტყობინება გერმანული კონცერნი.

Rheinmetall-მა დასძინა, რომ ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა სხვა შესაბამის უწყებებს და სავარაუდოდ, მალე მიიღებს თანხმობას.

Rheinmetall არის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ევროპაში.