ლონ მასკის თანაშემწეებმა აშშ-ის მთავრობის ადამიანური რესურსების სააგენტოში კარიერულ საჯარო მოხელეებს კომპიუტერული სისტემები ჩაუკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სააგენტოს თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერი" წერს, რომ ინფორმაცია მილიონობით ფედერალური თანამშრომლის პირად მონაცემებს შეიცავს
მედიის ცნობით, ილონ მასკმა, რომელსაც ტრამპმა დაავალა, შეამციროს 2.2-მილიონიანი სამოქალაქო სამთავრობო სამუშაო ძალის ზომა, დაუყოვნებლივ განათავსა თანამოაზრეები „პერსონალის მართვის სამსახურში“.
„ჩვენ არ გვაქვს ხილვადობა, თუ რას აკეთებენ ისინი კომპიუტერსა და მონაცემთა სისტემებთან. ეს დიდ შეშფოთებას ქმნის. ზედამხედველობა არ არსებობს. ეს ქმნის რეალურ კიბერუსაფრთხოების და ჰაკერულ შედეგებს“, – აღნიშნა ერთ -ერთმა ოფიციალურმა პირმა.