ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ" ავრცელებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ქვეყნის ათ პროვინციაში, რომლის სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
თურქეთის ლიდერის თქმით, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლი 3549 ადამიანი გახდა, 22168 კი დაშავდა. ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. მიწისძვრის ზონაში გაიგზავნა 54 000 კარავი, 102 000 საწოლი და აუცილებელი ნივთები.
„ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფის წინაშე ვდგავართ არა მხოლოდ თურქეთის, არამედ რეგიონისა და მთლიანად მსოფლიოს ისტორიაში. სტიქიის ზონაში სამუშაოდ მობილიზებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, პერსონალი და ტექნიკა. პირველ ეტაპზე 100 მილიარდი ლირა გამოიყო სტიქიის ზონის მცხოვრებთა გადაუდებელი დახმარებისთვის“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.