პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ სიკორსკიმ TVN 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალთა ბალანსი ევროპის კონტინენტზე, ისევე როგორც უსაფრთხოების განცდა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება უკრაინას რუსეთის ომი.

"ვფიქრობ, ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რას გააკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი რუსეთი, სანამ ამ ქვეყნის სათავეში ვლადიმირ პუტინი იქნება", - აღნიშნა მან.

სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს არის სისხლიანი დიქტატურა, რომელსაც ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა.

"მან ააგო ტვინის გამორეცხილი იდეოლოგია იმპერიაში დაბრუნების შესახებ.

ამიტომ, რუსეთი ამ ხელმძღვანელობით და ამ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიით დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ეს ხელმძღვანელობა ეყოლება", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.