ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს

გუშინ, საღამოს, გერმანიის რეინალდ-პფალცის მხარის საკურორტო ქალაქ დაუნში, ბუნდესტაგის დეპუტატი, რადიკალური მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" თავმჯდომარის მოადგილე ბეატრის ფონ შტორხი კონფერენც-დარბაზ „Dauner Forum"-ში ლექციის წასაკითხად იმყოფებოდა, კონფერენც-დარბაზის წინ კი პარტიის მოწინააღმდეგე 120-მდე დემონსტრანტი იყო შეკრებილი.

ფეკალიებით  პოლიტიკოსზე თავდასხმა დარბაზში მოხდა.  ბეატრის ფონ შტორხს მამაკაცმა თავის ისე მოაჩვენა, თითქოს მასთან სურათის გადაღება სურდა.  თხოვნაში არაფერი უჩვეულო არ იყო და იგი ყოველთვის მოხარულია, როცა მასთან ერთად სურათს იღებენ, - აღნიშნა პოლიტიკოსმა DPA-სთან (გერმანიის საინფორმაციო სააგენტოსთან) საუბარში.

სცენაზე ასულმა და  ბეატრისთან ახლოს მისულმა მამაკაცმა მას სახე ფეკალიებით მოუსვარა. პოლიციამ მამაკაცი მაშინვე დააკავა და დარბაზიდან გაიყვანა. როგორც ჩანს, მამაკაცს ფეკალიები (პრესის ცნობით, სავარაუდოდ, ძაღლის) კალათით ჰქონდა მიტანილი. კალათში ასევე აღმოჩნდა ფეკალიებით მოსვრილი ქაღალდი წარწერით: „ფეკალიები ვინ დაიმსახურა ფეკალიები!?"


ბეატრის ფონ შტორხმა მამაკაციც წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

„ეს მართლა  საზიზღრობა იყო", - ამბობს იგი.

პოლიციის ინფორმაციით,  გამოძიება შეურაცხყოფისა და სხეულის დაზიანების მცდელობის  მუხლით  მიმდინარეობს.