უკრაინის პარლამენტმა, რადამ, ქვეყნის ახალ თავდაცვის მინისტრად ევგენი ხმარას კანდიდატურა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 312-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ხმარას კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა. კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის მინისტრის პოსტი სამოქალაქო პირს უნდა ეკავოს, რის გამოც, დანიშვნამდე ევგენი ხმარამ სამხედრო სამსახური დატოვა და გადადგა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახალმა მინისტრმა ძირითად პრიორიტეტებად ფრონტზე ვითარების კონტროლი, არმიის გაძლიერება, თავდაცვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება და სამხედრო მრეწველობის მხარდაჭერა დაასახელა.
დანიშვნამდე, 2026 წლის ივლისიდან, ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას შემსრულებლის სტატუსით ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (სბუ) სპეციალური ოპერაციების ცენტრს და თავად სბუ-ს ხელმძღვანელობდა.




