ასეთი სათაურით აქვეყნებს ცნობას ფეისბუქის გათიშვის შესახებ პოლონური საინფორმაციო სააგენტო dziennik-ი.
ფეისბუქს სერიოზული პრობლემები აქვს. დაახლოებით 15:00 საათიდან (17:00 საათიდან თბილისის დროით), მრავალი ქვეყნის მომხმარებლებმა პოპულარულ სოციალურ ქსელში გათიშვის შესახებ განაცხადეს. Downdetector-ზე შეტყობინებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც შესაძლოა გლობალურ პრობლემაზე მიუთითებდეს.
ბევრ მომხმარებელს არ შეუძლია სოციალური ქსელის გამოყენება არც ვებ ბრაუზერის და არც მობილური აპლიკაციის საშუალებით. პრობლემები გავლენას ახდენს მთავარი გვერდის, სიახლეების არხის და საიტის სხვა ფუნქციების ჩატვირთვაზე. გათიშვა ხდება ფეისბუქის მთავარ გვერდზე შესვლისას - იქ, სადაც მეგობრების, ჯგუფებისა და თვალყურის დევნების გვერდებია განთავსებული, მომხმარებლები თეთრი გვერდის ცენტრში მხოლოდ ფეისბუქის ლოგოს ხედავენ, დანარჩენი ნაწილი კი ვერ იტვირთება, რის გამოც ეკრანი ცარიელი რჩება.
ფეისბუქისის მშობელ კომპანიას მეტამ ჯერ არ გამოუქვეყნებია ოფიციალური განცხადება პრობლემების მიზეზის ახსნის შესახებ. ასევე გაურკვეველია, რამდენი დრო დასჭირდება პრობლემის მოგვარებას. მსგავსი პრობლემები ადრეც მომხდარა. წინა გლობალური გათიშვის გამო მომხმარებლები ვერ სარგებლობდნენ ფეისბუქით, ინსტაგრამით და მეტას საკუთრებაში არსებული სხვა სერვისებით.




