ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანულ კომპანია Quacquarelli Symonds (QS) მიერ შედგენილ მსოფლიო საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების 2021 წლის რეიტინგში 601-650-ე ადგილებს იყოფს
QS World University Rankings უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგი შედგენილია შემდეგი მონაცემების მიხედვით: 1. რეპუტაცია აკადემიური წრეებში (რეიტინგის 40%) 2. რეპუტაცია დამსაქმებლებში (რეიტინგის 10%) 3. პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების თანაფარდობა (რეიტინგის 20%) 4. რამდენიმეწლიანი პერიოდის მიხედვით გათვლილი ნაშრომების ციტირების შეწონილი მაჩვენებელი (რეიტინგის 20%) 5. უცხოელი პროფესორების წილი (რეიტინგის 5%) 6. უცხოელი სტუდენტების წილი (რეიტინგის 5%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაქსიმალურად შესაძლებელი 100 ქულიდან 81,7 ქულის 134 ადგილი დაიკავა მესამე პუნქტის მიხედვით, სხვა პუნქტებში კი მისთვის ქულები არ მიუნიჭებიათ. QS-ის მიერ შედგენილ 1000-ეულში საქართველოს უმაღლესი სასწავლებელი პირველად დასახელდა. ზედიზედ მეცხრედ რეიტინგის სათავეში მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტია. საუკეთესოთა შორის ათეულში პირველ ოთხ ადგილს აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლები იკავებენ. სულ ათეულში 5 აშშ-დანაა, ოთხი დიდი ბრიტანეთიდან და ერთი შვეიცარიიდან. საუკეთესო ასეულში 27 უმაღლესი სასწავლებელია აშშ-დან. 25 საუკეთესო, აგრეთვე 1000-ეულში დასახელებულ ქვეყნების საუკეთესო სასწავლებლების ჩამონათვალი ასეთია: 1. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – აშშ 2. სტენფორდის უნივერსიტეტი – აშშ 3. ჰარვარდის უნივერსიტეტი – აშშ 4. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – აშშ 5. ოქსფორდის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი 6. ციურიხის ფედერალური ტექნოლ. ინსტიტუტი – შვეიცარია 7. კემბრიჯის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი 8. ლონდონის საიმპერიო კოლეჯი – დიდი ბრიტანეთი 9. ჩიკაგოს უნივერსიტეტი – აშშ 10. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი – დიდი ბრიტანეთი 11. სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტი – სინგაპური 12. პრინსტონის უნივერსიტეტი – აშშ 13. ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – სინგაპური 14. ლოზანის პოლიტექნიკური სკოლა – შვეიცარია 15. ცინხუას უნივერსიტეტი – ჩინეთი 16. პენსილვანიის უნივერსიტეტი – აშშ 17. იელის უნივერსიტეტი – აშშ 18. კორნელის უნივერსიტეტი – აშშ 19. კოლუმბიის უნივერსიტეტი – აშშ 20. ედინბურგის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი 21. მიჩიგანის უნივერსიტეტი – აშშ 22. ჰონკონგის უნივერსიტეტი - ჰონკონგი 23. პეკინის უნივერსიტეტი - ჩინეთი 24. ტოკიოს უნივერსიტეტი – იაპონია 25-26. ტორონტოს უნივერსიტეტი - კანადა 25-26.ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი – აშშ 31-33. ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტი – ავსტრალია 37. სეულის ნაციონალური უნივერსიტეტი – კორეა 50. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი – გერმანია 52. პარიზის კვლევითი უნივერსიტეტი – საფრანგეთი 57. დელფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ნიდერლანდები 59. მალაიზიის უნივერსიტეტი – მალაიზია 66. ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი – არგენტინა 76. კოპენჰანგენის უნივერსიტეტი – დანია 81. ოკლენდის უნივერსიტეტი – ახალი ზელანდია 84. ლიოვენის უნივესიტეტი – ბელგია 97. ლუნდის უნივერსიტეტი – შვედეთი 100. მექსიკის ნაციონალური უნივერსიტეტი – მექსიკა 101-102. დუბლინის უნივერსიტეტი – ირლანდია 104. ჰელსინკის უნივერსიტეტი – ფინეთი 113. ოსლოს უნივერსიტეტი - ნორვეგია 121-123. ჩილეს კათოლიკური უნივერსიტეტი – ჩილე 137. მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი – იტალია 143. მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტი - საუდის არაბეთი 150. ვენის უნივერსიტეტი - ავსტრია 165. ალ-ფარაბის სახ. ყაზახეთის ნაციონალური უნივერსიტეტი – ყაზახეთი 172. ბომბეის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – ინდოეთი 177-179. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი – ისრაელი 183. ბარსელონას უნივერსიტეტი - ესპანეთი 208. ჩულალონგკორნის უნივერსიტეტი – ტაილანდი 211. ხალიფას მეცნიერების და ტექნიკის უნივერსიტეტი - არაბთა გაერთიანებული საამიროები 220-222. ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი – ლიბანი 220-222. კეიპტაუნის უნივერსიტეტი – სამხრეთ აფრიკა 227. უნივერსიდად დე ლოს ანდეს – კოლუმბია 245. კატარის უნივერსიტეტი – კატარი 254-255. გაჯა მადას უნივერსიტეტი - ინდონეზია 254-255. ბრუნეი-დარუსალამის უნივერსიტეტი – ბრუნეი 260-262. კარლოვის უნივერსიტეტი – ჩეხეთი 285. ტარტუს უნივესიტეტი – ესტონეთი 317. ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბელარუსი 321. ვარშავის უნივერსიტეტი – პოლონეთი 355. მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი - პაკისტანი 357-359. ლისაბონის უნივერსიტეტი - პორტუგალია 357-359. პორტუს უნივერსიტეტი - პორტუგალია 375-376. სულთან კაბუსის უნივერსიტეტი - ომანი 396-397. ფილიპინების უნივერსიტეტი – ფილიპინები 409. შარიფის ტენოლოგიური ინსტიტუტი - ირანი 411-413. კაიროს ამერიკული უნივერსიტეტი – ეგვიპტე 423. ვილნიუსის უნივერსიტეტი – ლიეტუვა 432-436. პერუს კათოლიკური უნივერსიტეტი – პერუ 462-464. ურუგვაის უნივერსიტეტი (Universidad ORT Uruguay) - ურუგვაი 465-469. კოჩის უნივერსიტეტი - თურქეთი 477-481. ათენის ნაციონალური ტექნ.იკური უნივერსიტეტი – საბერძნეთი 477-481. კვიპროსის უნივერსიტეტი - კვიპროსი 477-481. ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტი - უკრაინა 498. უნივერსიდად დე ლა ჰავანა – კუბა 501-510. სეგედის უნივერსიტეტი – უნგრეთი 571-580. კოსტა-რიკის უნივერსიტეტი – კოსტა-რიკა 601-650. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო 601-650. წმინდა კლიმენტ ოქრიდის სახელობის სოფიის უნივერსიტეტი - ბულგარეთი 601-650. იორდანიის უნივერსიტეტი – იორდანია 601-650. ლიუბლიანას უნივერსიტეტი - სლოვენია 651-700. ბაჰრეინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - ბაჰრეინი 651-700. პავოლ იოსეფ შაფარიკის სახელობის კოშიცეს უნივერსიტეტი - სლოვაკეთი 701-750. რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი – ლატვია 751-800. ვენესუელას ცენტრალური უნივერსიტეტი – ვენესუელა 751-800. უნივერსიდად სან-ფრანცისკო-დე-კიტო – ეკვადორი 801-1000. ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი - კუვეიტი 801-1000. კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი - რუმინეთი 801-1000. ბუქარესტის უნივერსიტეტი - რუმინეთი 801-1000. ბანგლადეშის საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტი - ბანგლადეში 801-1000. დაკას უნივერსიტეტი - ბანგლადეში 801-1000. კუფის უნივერსიტეტი - ერაყი 801-1000. მალტის უნივერსიტეტი - მალტა 801-1000. რიეკას უნივერსიტეტი - ხორვატია 801-1000. ზაგრების უნივერსიტეტი - ხორვატია 801-1000. ვიეტნამის ნაციონალური უნივერსიტეტი - ხოშიმინი, ვიეტნამი 801-1000. ვიეტნამის ნაციონალური უნივერსიტეტი - ჰანოი, ვიეტნამი 801-1000. პანამის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - პანამა