თუ მტერი მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, ისტორიულ მიწებს სამხედრო გზით გავათავისუფლებთ, - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უპირობოდ მიღწეული იქნება. ჩვენ გვირჩევნია დიპლომატიის მეშვეობით გაგვეკეთებინა ეს და აღმოგვეფხვრო კონფლიქტის ძირეული პრობლემები, მაგრამ, თუ მოწინააღმდეგე ქვეყანა, მათი უცხოელი მფარველები საუბარზე არსებითად უარს იტყვიან, რუსეთი საკუთარი ისტორიული ტერიტორიების გათავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს. უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნისა და გაფართოების დავალებაც თანმიმდევრულად შესრულდება", - განაცხადა პუტინმა.








