ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფონტანკა" ავრცელებს.

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო ოფისში ჩხრეკისას უშიშროების ძალებმა ოქროს ზოდები, თეთრი ფხვნილი და პისტოლეტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ფონტანკა" იუწყება.

დაზუსტებულია, რომ ჩხრეკა სანქტ-პეტერბურგში, სასტუმრო Trezzini-ში არსებულ ოფისში მიმდინარეობს. გაზეთის ცნობით, ერთ-ერთ კაბინეტში ვალუტით სავსე ჩანთები იპოვეს.

ბანკნოტებთან ერთად გამომძიებლებმა თითოეული 1 კგ წონის ხუთი ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. „გარდა ამისა, იქვე იყო ექვსი პისტოლეტი და თეთრი ფხვნილის ხუთი ბრიკეტი, თითოეული 1კგ წონით“, - ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სასტუმროში იპოვეს ოთხი პასპორტი სხვადასხვა სახელებით და ფოტოსურათით პიროვნებისა, რომელიც ჰგავს პრიგოჟინს.  

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Trezzini-ის მახლობლად მიკროავტობუს „გაზელში" ხუთიათასიანი კუპიურებით სავსე ყუთები აღმოაჩინეს. თანხის საერთო ოდენობა დაახლოებით 4 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 70 მილიონი დოლარი) იყო.