„სიენენის“ ცნობით,  შაბათს, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში, თითქმის შვიდი მილიონი ამერიკელი შეიკრიბა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში „არა მეფეებს“. 

საპროტესტო აქციები დაახლოებით 2700 ქალაქში გაიმართა.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მომიტინგეები სლოგანით „არა მეფეებს“ შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ ის, რასაც ისინი ტრამპის ავტორიტარულ პოლიტიკას უწოდებენ.

პოლიციის ცნობით, საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო.

ორგანიზატორებისა და ოფიციალური პირების თქმით, შაბათის აქციებს თითქმის 7 მილიონი ადამიანი დაესწრო, მათ შორის 100 000-ზე მეტი ნიუ-იორკში. დიდ ქალაქებში მასშტაბური ღონისძიებების გარდა, „არა მეფეებს“ მომიტინგეების მცირე ჯგუფები შეიკრიბნენ დატვირთულ მაგისტრალებზე, პატარა ქალაქის მოედნებსა და მუნიციპალურ პარკებში, როგორც წითელ, ასევე ლურჯ შტატებში.