სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფინეთის-პრემიერ-მინისტრის ახლობლების წრეში გატარებულ საღამოზე სხვებთან ერთად მღერის და ცეკვავს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით და უარყო მის მიერ ნარკოტიკის გამოყენების ფაქტი „დასამალი არაფერი მაქვს. ნარკოტიკებს არ ვიღებდი"- თქვა სანა მარინმა.

მისი თქმით, მან იცოდა, რომ ვიდეოს იღებდნენ, თუმცა არ მოელოდა მათ გასაჯაროებას.

მეწყინა, რომ საზოგადოებამ იხილა კადრები საღამოდან, რომელიც მე მეგობრების წრეში გავატარე. ვმხიარულობდით, ვხუმრობდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით, ვიდეოები პირადი, კერძო სივრცეში გადაღებულია, - აღნიშნა მარინმა.

საღამო კერძო ბინიდან ჰელსინკის ორ ბარში გაგრძელდა და ის სვამდა მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელს მაგრამ ნარკოტიკი არ მიუღია. მე თავად არც ნარკოტიკს მოვიხმარ და არც სხვა რამეს, გარდა ალკოჰოლისა. მე ვცეკვავდი, ვმღეროდი და ჩემი ქცევა აბსოლუტურად კანონიერ ფარგლებში იყო. მე არც ისეთ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, რომ სხვების მიერ ნარკოტიკის მოხმარება შემემჩნია.

არ ვიცი, რას ნიშნავს „ფქვილის <ფხვნილის> ბანდა" (ზოგიერთი პირის თქმით, ვიდეოებში ისმის საუბარი „ფქვილის ბანდაზე", ფქვილის კომპლექტზე, რაც ჟარგონზე ნარკოტიკს ნიშნავს), რამდენჯერმე მოვუსმინე ვიდეოს და, ჩემი აზრით, იქ სხვა რამეზეა საუბარი. საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ გაიარო ტესტირება ნარკოტიკებზე, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

სანა მარინმა ადრე თქვა, რომ სურს შეცვალოს დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრის პოსტისადმი. მინდა ვაჩვენო, რომ ამ თანამდებობაზე ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ. მე თვითონ მაქვს ოჯახი, სამსახური და დიახ, მაქვს თავისუფალი დროც, რომელსაც, მსგავსად ბევრი ჩემი ასაკის ადამიანისა, მეგობრებთან ერთად ვატარებ, - ამბობს იგი.

მის თქმით, ვერ გრძნობს ქცევის შეცვლის აუცილებლობას.

„დიახ, ვაპირებ დავრჩე ისეთ ადამიანად, როგორიც აქამდე ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ეს მისაღებია. ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ. არჩევნებზე ყველას შეუძლია გადაწყვიტოს ეს საკითხები", - განაცხადა სანა მარინმა.

მარინის ქცევა ადრეც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. გასული წლის დეკემბერში პრემიერმა საღამო ღამის კლუბში გაატარა და ოფისის ტელეფონი სახლში დატოვა. წვეულებამდე მან მიიღო ინფორმაცია კორონა ინფიცირების შესახებ, თუმცა ტელეფონზე თვითიზოლაციის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იყო.