ამის შესახებ ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და პრაღის პოლიციის უფროსმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კარლის უნივერსიტეტში ატეხილი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-ზე მეტია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეში კი 24 ადამიანია.
პოლიციის უფროსის თქმით, ადგილობრივი დროით 12:20 საათზე მიიღეს ინფორმაცია, რომ პრაღასთან ახლოს მდებარე სოფლიდან 24 წლის ახალგაზრდა პრაღისკენ გაემგზავრა და მას თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული. სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა, მოკლული მამაკაცი ნახეს. იგი 24 წლის ახალგაზრდის მამა აღმოჩნდა.
პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ყველაფერი წინასწარგანზრახვით და ძალიან სწრაფად მოხდა. ჩეხეთში მსგავსი დანაშაული არასდროს მომხდარა. მკვლელი უცხოეთის მაგალითებით იყო შთაგონებული.
ამჟამად მიმდინარეობს შენობის შემოწმება ოთახებში, შესაძლოა, ჯერ კიდევ დამალულ პირთა ან დაღუპულთა აღმოჩენის მიზნით.