უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრისას, როდესაც პეტრო პოროშენკო და ალექსანდრ ლუკაშენკო ცერმონიაზე შეთანხმებებს ხელს აწერდნენ, ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას ტელეარხი „112 უკრაინა“ ავრცელებს.
ნახევრად შიშველი გოგონა შეხვედრის ჩაშლას შეეცადა. ინციდენტი ადმინისტრაციის შენობაში მოხდა.
როდესაც უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტები ორმხრივ დოკუმენტებს ხელს აწერდნენ, წელს ზევით შიშველი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელიც სკანდირებდა ლოზუნგს: “გაუმარჯოს ბელარუსს" (ბელარუსის ნაციონალისტური ოპოზიციის დევიზი). მის მკერდზე იგივე წარწერა იყო.
დაცვის სამსახურმა გოგონა ოთახიდან გააძევა. არსებული ინფორმაციით, ის პოროშენკოსა და ლუკაშენკოს შეხვედრაზე აკრედიტირებული იყო, როგორც ერთ-ერთი უკრაინული მედიის ჟურნალისტი. გამოცემა Strana.ua-ს თანახმად, გოგონას სახელია ანჯელინა დიასი და ის მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტია.