ამის შესახებ ინფორმაციას RMF FM-ზე დაყრდნობით პორტალი dziennik ავრცელებს.  

პოლონეთის სადაზვერვო სამსახურებმა გამოამჟღავნეს რუსეთზე მომუშავე ჯაშუშური ქსელი. ჯგუფი პოლონეთში დივერსიული საქმიანობისთვის ემზადებოდა.   

RMF FM-ის ინფორმაციით, შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ამ საქმეზე ექვსი პირი დააკავა და ქსელის საქმიანობიდან გათვალისწინებით რკინიგზაზე და ქვეყნის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში მაღალი მზადყოფნის რეჟიმი შემოიღო. 

ჯაშუშური ჯგუფის წევრები მნიშვნელოვან მარშრუტებსა და სარკინიგზო კვანძებზე ჩუმად აყენებდნენ კამერებს, რომლების აფიქსირებდნენ და გადასცემდნენ რკინიგზებზე მოძრაობას.   

ძირითადად, ეს ხდებოდა სარკინიგზო მონაკვეთებზე კარპატების სავოევოდოში, მათ შორის ჟეშუვის მახლობლად მდებარე იასიონკა  აეროპორტის მიდამოებში. ეს არის უკრაინისთვის დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის მთავარი პუნქტი.

RMF FM-ის ინფორმაციით, შინაგან უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ექვსივე პირი რუსეთის სპეცსამსახურებში უნდა მუშაობდეს.