უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო უწყების ხლემძღვანელს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახან ტელეფონით დავუკავშირდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რათა განგვეხილა უკრაინაში ომი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მშვიდობის პერსპექტივები. მივესალმებით, რომ დღეს სტამბოლში მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკებები, მიუხედავად მათი თავიდან აცილების სერიოზული მცდელობებისა. უნგრეთი კვლავ ერთგული რჩება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების. ასევე, მივესალმე რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი კონტაქტის გაგრძელებას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბოლოს განხორციელებულ სატელეფონო ზარს მარკო რუბიოსთან. დიალოგი ხელს უწყობს შემდგომი ესკალაციის რისკის შემცირებას და ორივე მხარე, როგორც ჩანს, მზადაა, შეინარჩუნოს ღია საკომუნიკაციო არხები. ასევე, განვიხილეთ უნგრეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა რუსეთთან. რუსული ნავთობი და გაზი კვლავ აუცილებელია უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ბრიუსელის ნებისმიერი მცდელობა, შეამციროს ეს, მიუღებელია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას. უნგრეთი არ დათმობს თავის მშვიდობიან პოზიციას ან რუსეთთან პრაგმატულ ენერგეტიკულ თანამშრომლობას. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, ერთადერთ სერიოზულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას“, – წერს სიიარტო.

თარგმანი: პირველი არხი