უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტი არ იზიარებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პოზიციას, რომელიც უკრაინაში მათი ჯარების განლაგებას გულისხმობს.
სიიარტო მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები რუსეთთან პირდაპირი ომის რისკს ქმნის.
„გუშინ პარიზში „მსურველთა კოალიციამ“ კიდევ ერთი წინადადება წამოაყენა, რომელიც ევროპას რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებასთან უფრო ახლოს აყენებს. უკრაინაში სამხედრო ყოფნის დამყარების მცდელობით დასავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთთან პირდაპირი ომის რისკს ქმნიან. უნგრეთი ამაში არ ჩაერევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მათ შორის აშშ-სა და რუსეთს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებს და მტკიცედ ვგმობთ ომისკენ მიმავალ ამ უკანასკნელ ნაბიჯს“, – წერს სიიარტო.
ცნობისთვის, 6 იანვარს პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით იტალიისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ჯარების განლაგებას არ აპირებენ.
თარგმანი: პირველი არხი








