ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ე.წ. "აგენტების კანონის" შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.
„ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ (ECHR) და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ (ICCPR) დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. იგი რუსული კანონია!“, - წერს პეტრას აუსტრევიჩიუსი სოციალურ ქსელში.
#Venice Commission concludes that restrictions set by the Law on Foreign Agents adopted in #Georgia is incompatible with the strict test set out in ECHR and ICCPR
— Petras Austrevicius (@petras_petras) May 22, 2024
and do not meet the requirements of legality, legitimacy, necessity in a democratic society. It’s a #russian law! pic.twitter.com/bVyfXu9lGn