31 მაისამდე ორბანის მარიონეტებმა ნებაყოფლობით უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობები, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია "ტისას" ლიდერი პეტერ მადიარი X-ზე წერს.
"31 მაისამდე ორბანის „მარიონეტებმა“ ნებაყოფლობით უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობები. ეს ეხება უნგრეთის პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტს, სასამართლო ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს.
12 აპრილს უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა სრულ პოლიტიკურ გარდაქმნას.
თუ ეს თანამდებობის პირები 31 მაისამდე ნებაყოფლობით არ გადადგებიან, მაშინ — მილიონობით უნგრელისგან მიღებული მანდატის საფუძველზე — ჩვენ მათ თანამდებობებიდან გავათავისუფლებთ", - წერს მადიარი.
Until 31 May, the Orbán puppets may voluntarily step down from their positions. This applies to the President of Hungary, the President of the Curia, the President of the National Office for the Judiciary, the President of the Constitutional Court, and the Prosecutor General.
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) April 21, 2026
On…








