პერუში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მსხვერპლის რიცხვი 60-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
პერუს პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემდემონსტრანტები ვანდალიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ აქციის მონაწილეებს სოციალური დღის წესრიგი არ აქვთ, კანონის უზენაესობის დარღვევას, ქაოსისა და არეულობის წარმოქმნას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
პოლიციამ ლიმაში, სან მარკოსის ეროვნულ უნივერსიტეტში რეიდი განახორციელა და 200 სტუდენტი დააკავა. პერუს მთავრობამ ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ჯარს უფლებას აძლევს, ჩაერიოს წესრიგის შესანარჩუნებლად.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით არეულობის გამო, მაჩუ პიქჩუს ციტადელში ტურისტების შესვლა აიკრძალა. პერუში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გასული წლის ბოლოს პრეზიდენტ პედრო კასტილიოსგადაყენებისა და დაკავების შემდეგ დაიწყო.