კომპანია PepsiCo-მ გამაგრილებელი სასმელის ახალი პარტია გამოუშვა, სახელწოდებით - Pepsi Perfect, რომელიც იგივე სასმელია, რასაც 1989 წლის ფილმის "უკან მომავალში II" მთავარი პერსონაჟი, მარტი მაკფლაი (Marty McFly) სვამს.
ახალი კოლა გაყიდვაში დღეს, 21 ოქტომბერს გაეშვება, რადგან სწორედ 2015 წლის 21 ოქტომბერია ის მომავალი, რომელშიც ფილმის პერსონაჟები გაემგზავრებიან, - წერს CNNMoney.
აღნიშნული გამაგრილებელი სასმელი შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 6,500 ბოთლი გამოვა და მხოლოდ აშშ-ში გაიყიდება. ბოთლის შემცველობა ზუსტად 16.9 უნცია იქნება, ის რაოდენობა, რასაც მარტი მაკფლაის მამა, მაიკლ მაკფლაი Hill Valley-ს ფუტურისტულ კაფე Café 80’s-ში სვამს, ხოლო მისი ღირებულება 20.15 აშშ დოლარია. ახალი კოლა შეიძლება მომავლიდანაა, თუმცა იგი ტრადიციული პეპსი-ს ინგრედინეტებითაა დამზადებული.
"უკან მომავალში"-ს ტრილოგია, 30 წლის წინ უდიდესი მოვლენა იყო პოპ-კულტურაში. ახალმა სასმელმა ახალი სარეკლამო კამპანიაც გააკეთა მომავლის პეპსი-კოლაზე ჰეშთეგით #TheFutureisNow.