ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე 17 ოქტომბრის თავდასხმების ტალღის დაწყების შემდეგ, იერიში 38-ჯერ მიიტანეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების უმეტესობა რაკეტებითა და დრონებით განხორციელდა სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ.

რაიდერმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება სულ მცირე 45-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის 24-ს ტვინის ტრავმული დაზიანებები ჰქონდა.

პენტაგონის სპიკერმა განმარტა, რომ შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ამჟამად ოთხი ძირითადი მიზანი აქვს:

რეგიონში აშშ-ის ძალების და მოქალაქეების დაცვა,

„ჰამასის“ დაჯგუფებისგან თავის დასაცავად ისრაელისთვის კრიტიკული დახმარების უზრუნველყოფა,

მძევლების გათავისუფლებაში ისრაელისთვის დახმარების აღმოჩენა,

ღაზას ფარგლებს გარეთ კრიზისის გავრცელების თავიდან აცილება.