ევროპარლამენტარ ჟიგიმანტას პავილიონისის ინფორმაციით, მისი და რასა იუკნევიჩიანეს ინიციატივით, მსოფლიოში გავლენიანმა 36-მა პარლამენტარმა საქართველოს შესახებ იმსჯელა.

"ვიმსჯელეთ, როგორ შევინარჩუნოთ თავისუფლება საქართველოში, როგორ არ დავუთმოთ ქვეყანა მოსკოვს... შევთანხმდით, გავაგრძელოთ ევროპაში ნამდვილი ლიდერების ძებნა, რომლებიც მომავალ კვირას თბილისში წასვლას, საქართველოს პრეზიდენტის გვერდით დგომას და მებრძოლ ქართველთან ერთად ყოფნას შეძლებენ" - წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში და ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები ვაშინგტონიდან, ბერლინიდან, პარიზიდან, რომიდან, მადრიდიდან, სტოკჰოლმიდან, ჰელსინკიდან, ვარშავიდან, პრაღიდან, ვენიდან, ტალინიდან, რიგიდან, ვილნიუსიდან, კიევიდან, ბრიუსელიდან და ა.შ.