საფრანგეთის პოლიცია პარიზის ოლიმპიადაზე ისრაელელი სპორტსმენების 24-საათიან დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.
მანამდე ფრანგმა დეპუტატმა თომას პორტესმა ოლიმპიადაში ისრაელის მონაწილეობას არასასურველი უწოდა. საფრანგეთის ებრაული ორგანიზაციების საბჭოს ხელმძღვანელმა, იონატან არფიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პორტესის სიტყვები რადიკალებმა შეიძლება მკვლელობის მოწოდებად მიიჩნიონ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ ორშაბათს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე თქვა, "საფრანგეთის სახელით ვეუბნები ისრაელის გუნდს, რომ მოხარული ვართ მათი ოლიმპიადაზე ნახვით."
ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პოლიცია და სადაზვერვო სამსახურები პირობას დებენ, რომ მაქსიმალურად გაზრდიან უსაფრთხოების ზომებს როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის.