პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ მდებარე მოედანი, ხანძრის შემდეგ, ვიზიტორებისთვის პირველად გაიხსნა

1591016420
პარიზის ხელისუფლებამ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შემდეგ, პირველად გახსნა მის წინ მდებარე მოედანი. ამის შესახებ პარიზის მერმა, ენ ჰიდალგომ განაცხადა.
"პარიზელებს და ვიზიტორებს შეუძლიათ კვლავ დატკბნენ ამ საოცარი ადგილით", - თქვა მან. მერის გარდა, მოედანზე იმყოფებოდნენ პარიზის მთავარეპისკოპოსი, მონსინიორ მიშელ ოპეტი, ტაძრის რექტორი, პატრიკ შოუვეტი და საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი, რომლებიც პირველ ვიზიტორებს მიეალმნენ.
"ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი საშინელი ხანძრის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და მისი მოედანი კვლავ გახდა ხელმისაწვდომი სტუმრებისა და მორწმუნეებისთვის," - წერს მინისტრი Twitter- ზე.
ძლიერი ხანძრის შედეგად, რომელიც 2019 წლის 15 აპრილს ნოტრ-დამის ტაძარში მოხდა, მის მახლობლად მდებარე ტერიტორია ტყვიით იყო დაბინძურებული. პარიზის მერიამ აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტებმა მოედანი რამდენჯერმე გაწმინდეს, რის შემდეგაც ჯანდაცვის რეგიონულმა სააგენტომ (ARS) დაასკვნა, რომ სანიტარული პირობების მიხედვით, უკვე შეიძლება, რომ იგი საზოგადოებისთვის გაიხსნას.