პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შტაიემ მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ნაწილებს მართავს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე არსებული ძალადობის ესკალაცია და ღაზას სექტორში მიმდინარე ომია.

„გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში არსებული ძალადობის უპრეცედენტო ესკალაციისა და ღაზას სექტორში მიმდინარე ომის, გენოციდისა და შიმშილის ფონზე მივიღეთ.

ცხადია, რომ შემდეგი ეტაპი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ შეთანხმებებს მოითხოვს, რაც ითვალისწინებს ღაზაში ახალი რეალობის შექმნას და პალესტინასთან კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობას. ეს კი დაფუძნებულია პალესტინის მიწაზე პალესტინისა და მისი ძალაუფლების ერთიანობის გაფართოებაზე“, - თქვა შტაიემ, რომელმაც, 26 თებერვალს, მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს წარუდგინა.