პაკისტანის კინოთეატრებმა ბოლივუდური ფილმების ჩვენებაზე აკრძალვა გააუქმა,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პაკისტანის კინოთეატრებმა ბოლივუდური ფილმების ჩვენება მას შემდეგ აკრძალეს, რაც მიმდინარე წლის სექტემბერში ქაშმირის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ვითარება დაიძაბა.
მხარეები ერთმანეთს ქაშმირის საზღვართან "ქირურგიული დარტყმებში" ადანაშაულებდნენ. ინდოეთის ინფორმაციით, პაკისტანის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია და ცეცხლი საკონტროლო ხაზის გასწვრივ გახსნა. პაკისტანის ტელევიზიის ცნობით, "არაპროვოცირებული ცეცხლი" ინდოეთის სამხედრო მოსამსახურეებმა გახსნეს.
ინციდენტის შემდეგ, ზოგიერთმა ინდური ფილმების კომპანიამ პაკისტანელ მსახიობებთან მუშაობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, პაკისტანის კინოთეატრებმა და დისტრიბუტორებმა ინდური ფილმები აკრძალეს.
პირველად პაკისტანში ფილმი 1965 წელს გადაღებულ ინდოეთ-პაკისტანის ომზე აკრძალეს, რომელზეც შეზღუდვა მხოლოდ 2008 წელს მოიხსნა.