აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის.
„ეს გადამწყვეტი მომენტია, გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს“, – აღნიშნა შარიფმა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ხვალ ამერიკელი და ირანელი ლიდერები ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის ჩავლენ.
„პაკისტანის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით“, – აცხადებს შეჰბაზ შარიფი.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკვე გაემგზავრა პაკისტანში.




