ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ალ-ჯაზირა ავრცელებს“.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ახლა ძალაშია“ და ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაშია დაგეგმილი.

ირანთან შეთანხმების დადების შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე აცხადებს.

ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება დასრულებულია. გილოცავთ ყველას! მე ვაძლევ სრულ უფლებამოსილებას ჰორმუზის სრუტის სრულიად უბაჟოდ გახსნისთვის და ამავდროულად, შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ გაუქმების ნებას ვაძლევი.  მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები. დაე, იდინოს ნავთობმა! - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.



„აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება ნიშნავს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“,  - აცხადებს, „ფოქს-ნიუსის“ თქმით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.