ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ პოსტი" ავრცელებს.

პოლიციამ იელის კამპუსში იერიში მიიტანა სპეცრაზმით, 47 დააკავეს ანტიისრაელის პროტესტის დროს

პოლიციამ ორშაბათს დილით ნიუ-ჰეივენში იელის უნივერსიტეტის კამპუსი შემოიარა და დააკავა სტუდენტები, რომლებმაც ანტიისრაელურ პროტესტთან დაკავშირებით გამართული ბანაკის დატოვებაზე განაცხადეს უარი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „ნიუ-იორკ პოსტს" დაუდასტურა, რომ სულ მცირე 46 დემონსტრანტს დაადეს ხელბორკილი და გაიყვანეს კამპუსიდან.

მისი თქმით, პოლიციამ არაერთხელ გააფრთხილა მომიტინგეები, რომ ისინი დაპატიმრების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუ ისინი არ დატოვებდნენ კამპუსის ტერიტორიას. „იელის პოლიციის დეპარტამენტი, კუ-კლუქს-კლანი და ცახალი - ერთნაირები არიან", „არაბის სისხლი უფასური არაა, წამებულებზე ვილაპარაკებთ", „თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ", სკანდირებდნენ საპასუხოდ დაუმორჩილებელი დემონსტრანტები.

საბოლოოდ, პოლიციამ მთლიანად გაათავისუფლა ტერიტორია დემონსტრანტებისგან და აიღო კარვები.

იელის უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ანტისემიტური და ანტიისრაელური ინციდენტების გამო კოლუმბიის უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა რაბინმა ებრაელ სტუდენტებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო საპროტესტო აქციების თანამდევი „აღმაშფოთებელი ანტისემიტიზმი".

ამერიკული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილე 130-მდე სტუდენტი დააკავა. კოლუმბიის უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ ორშაბათს სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართებოდა.