ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს,-ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ტელეწამყვანი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მან განაცხადა, რომ ამის შესახებ არასდროს უფიქრია. "ვშიშობ, რომ მართვის გამოცდილება არ მაქვს, არ ვიცი, თუმცა ახლა ვფიქრობ ... "- განაცხადა უინფრიმ.

გაზეთ The New York Daily News-ის ცნობით, ოპრა უინფრიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მოსაზრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

როგორც ტელეკომპანია CBS იუწყება, ოპრა უინფრის, ისევე როგორც ტრამპს, პოლიტიკის სფეროში მუშაობის "გამოცდილება" არ აქვს. იგი ასევე მილიარდერია და ტელევიზიაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია.

როგორც ცნობილია, ოპრა უინფრი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დონალდ ტრამპის კონკურენტს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს უჭერდა.