ასეთ განცხადებას ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე აკეთებს.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი არ არის დამნაშავე მიმდინარე ომში.

„როგორიც არ უნდა იყოს თქვენი შეხედულება ირანზე, ეს ომი მათი დამსახურება არ არის. ეს უკვე იწვევს ფართომასშტაბიან ეკონომიკურ პრობლემებს და ვშიშობ, რომ თუ ომი გაგრძელდება, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ომანი ინტენსიურად მუშაობს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად“, - წერს ბადრ ალბუსაიდი.