რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის 3 არასრულწლოვანი ბავშვი. ყველა დაზარალებულს ადგილზე ან სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება უტარდება.
დარტყმის შედეგად მჭიდროდ დასახლებულ რაიონში სერიოზულად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი — ძლიერი აფეთქებისგან ჩამოინგრა და განადგურდა ინფრასტრუქტურა.
შენობის გარდა, ცეცხლისა და დარტყმითი ტალღის შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილები და მახლობლად მდებარე ობიექტები.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ექიმები. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის ზუსტი მასშტაბების დადგენა. სამართალდამცავი უწყებები მომხდარ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ.




