რუსეთი სანქცირებულ დასავლურ ელექტრონიკას მაროკოს გზით იღებს. ამ ქვეყნის გავლით გადააქვთ ორმაგი დანიშნულების ჩიპები. იუწყება The New York Times.

გამოცემამ მოიპოვა მაროკოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის და ელექტრონიკით მოვაჭრე რუსულ კომპანია „პროსოფის“ მიმოწერაზე, რომელშიც გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, საუბარია ამგვარი საქონლის მიწოდების ორგანიზებაზე.

საწარმოო ცენტრებიდან, მათ შორის ტაივანიდან, მომდინარე საქონელი ტანჟერ-მედის პორტში გადაიტვირთება გემებზე, რომლებიც რუსეთში მიემართება. ერთ-ერთ წერილში რუსი მოხელე წერს, რომ „მუდმივ კავშირშია“ პორტის დირექტორთან. The New York Times-ი ვაჭრობის პოტენციალს წელიწადში 10 მილიონ დოლარად აფასებს. გამოცემის თანახმად, პორტში ორგანიზებულია 20 ოპერატორი რუსეთში მიმავალ გემებზე საქონლის დასატვირთავად.

გამომძიებელი ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ სანქციების გვერდის ავლით ელექტრონიკის მიწოდების სქემაში გამოიყენება მონაკოში რეგისტრირებული კომპანია Invent Moroc. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ის ჯართით ვაჭრობდა. ახლა ის მყიდველებს სთავაზობს ამერიკული კომპანიების Texas Instruments-ისა და Intel-ის, ასევე ნიდერლანდის კომპანია NXP-ის პროცესორებს, ნათქვამია გამოძიებაში.