ამის შესახებ ინფორმაციას „ტაგესშაუ“ ავრცელებს.
ნიურბერგის ზოოპარკის დირექციამ დაადასტურა, რომ ადგილების ნაკლებობის გამო სამი ზრდასრული მამრი და ცხრა ზრდასრული მდედრი ბაბუინი მოკლეს „ცხოველთა კეთილდღეობის რეგულაციების შესაბამისად, ტყვიებით“ გალიაში. ბაბუინების გვამებით მტაცებლებს გამოკვებავენ.
ზოოპარკის დირექტორმა დაგ ენკემ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ზოოპარკის ერთგულებას ველურ ბუნებაში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შენარჩუნების მიმართ. მისი თქმით, ზოოპარკმა არაერთხელ სცადა ბაბუინების გასხვისება სხვა ზოოპარკში, მაგრამ ვერ შეძლო, კონტრაცეფცია კი „ბიოლოგიურად არაეფექტური“ აღმოჩნდა და ვოლიერში, რომელიც 25 ბაბუინისთვის იყო განკუთვნილი, საბოლოოდ მათ რიცხვმა 40-ს მიაღწია.
ზოოპარკი დღეს დაკეტილი იყო. ცხოველთა უფლებების დამცველებმა მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ ბაბუინების მოკვლის შესახებ გადაწყვეტილებას და ზოგიერთმა მათგანმა ზოოპარკში შეღწევა მოახერხა, მაგრამ პოლიციამ მალევე დააკავა დამნაშავეები. მათ ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევაში ადანაშაულებენ.