ნიუ-იორკის ლაგუარდიას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავი სახანძრო მანქანას შეეჯახა. ორი პილოტი დაიღუპა და 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ლაგუარდიას აეროპორტის ცნობით, შეჯახება კვირას, ნიუ-იორკის დროით, დაახლოებით 23:40 საათზე (ორშაბათს, თბილისის დროით დროით, 08:40 საათზე) მოხდა.

აეროპორტის ცნობით, მონრეალიდან ჩამოფრენილი „ეირ კანადა ექსპრესი“ შეეჯახა  აეროპორტის სახანძრო-სამაშველო მანქანას, რომელიც სხვა ინციდენტზე რეაგირებდა.

ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში აღბეჭდილია შეჯახების მომენტია აღბეჭდილი, საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების საუბრების აუდიოჩანაწერში კი, რომელიც ავარიამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული, ისმის, თუ როგორ აძლევს დისპეტჩერი სახანძრო მანქანას ასაფრენი ბილიკის გადაკვეთის ნებართვას და თითქმის მაშინვე პანიკურად მოუწოდებს მას შეჩერდეს.